შპს „ტესტელს“ გააჩნია თანამედროვე ელექტროტექნიკური ლაბორატორია, რომელიც აღჭურვილია მაღალი ხარისხის უახლესი აპარატურით. ლაბორატორია საჭიროა სხვადასხვა ელექტრული საზომი და ტესტირების სამუშაოებისთვის. ჩვენი ლაბორატორიის სპეციალისტები მიიღებენ აუცილებელ ზომებს თქვენი ობიექტის ელექტრომომარაგების ხარისხისა და ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებლად, რაც არა მხოლოდ დაზოგავს წარმოების ხარჯებს, არამედ გააუმჯობესებს მისი უსაფრთხოების დონეს.
ჩვენ შევამოწმებთ სტანდარტით გათვალისწინებულ ელექტრული დანადგარების მუშაობას, გამოვავლენთ ელექტრო მოწყობილობების გაუმართაობას და დეფექტებს ასეთი პროცედურა სავალდებულოა არა მხოლოდ ახალი აღჭურვილობის ექსპლუატაციაში შესვლისას, არამედ აუცილებელია ნებისმიერი სარემონტო სამუშაოების ჩატარების შემდეგ, რადგან სამუშაოების ზემოქმედება იწვევს დანადგარების ტექნიკურ პარამეტრებში ცვლილებებს.
კომპანია „ტესტელი“ მუშაობს ნებისმიერი დანიშნულების ობიექტზე და ახორციელებს ელექტრულ გაზომვებს და გამოცდებს ელექტრულ დანადგარებში 0,4 - 500 კილოვოლტამდე. ყველა ოპერაციას ასრულებენ კვალიფიციური სპეციალისტები დოკუმენტირებული უნარებით, ელექტრული მუშაობის დიდი გამოცდილებით და პროფესიონალური აღჭურვილობის გამოყენებით. ჩვენ ვემსახურებით საცხოვრებელი კორპუსების, საზოგადოებრივი და სამრეწველო შენობების, საწარმოების, ჰიდრო - თბო - ქარის - მზის სადგურების ელექტრო ქსელებს. ჩვენ ვაფასებთ მრიცხველის, ძაბვისა და დენის ტრანსფორმატორების, ქვესადგურების და ძალოვანი ტრანსფორმატორების მდგომარეობას. გარდა ამისა, კომპანია „ტესტელი“ ატარებს გაზომვებს საქართველოს რეგიონებშიც, მობილური ლაბორატორიის გამოყენებით, რომელიც აღჭურვილია უახლესი მაღალი სიზუსტის ინსტრუმენტებით.
მნიშვნელოვანი ასპექტია ელექტრო ქსელების და დანადგარების რეგულარული მონიტორინგი. შპს „ტესტელ“-ის პროფესიონალების მიერ აღჭურვილობის სრული შემოწმება მოიცავს ძირითადი პარამეტრების ვიზუალურ შემოწმებას და ტექნიკურ შემოწმებას, როგორიცაა საკაბელო ხაზების საიზოლაციო წინაღობა, დამიწება, ელექტროგადამცემი ხაზების მუშაობა და სხვა. ტესტირების შემდეგ მომხმარებელს ეძლევა ტექნიკური ანგარიში და პროტოკოლი. იმ მონაცემებზე დაყრდნობით, ჩვენი სპეციალისტები აძლევენ რეკომენდაციებს მოწყობილობების ექსპლუატაციის, შეკეთების ან მოდერნიზაციის შესახებ, რაც უზრუნველყოფს ელექტრო ტექნიკის შემდგომი ფუნქციონირების უსაფრთხოებას. ჩვენ ასევე შევადგენთ დეფექტური აღჭურვილობის ჩამონათვალს და რეკომენდაციებს მის შეცვლაზე.
ჩვენი კრედო არის ხარისხიანი მომსახურების გაწევა, რომლის მიღწევაც ჩვენ შეგვიძლია დიელექტრიკული ინსტრუმენტების თანამედროვე ბაზით, ასევე უსაფრთხოების ზომების დაცვით სამუშაოს შესრულებისას. კომპანიის სპეციალისტები იყენებენ საუკეთესო პერსონალურ დამცავ აღჭურვილობას და საიზოლაციო ელექტრო დამცავ აღჭურვილობას, რომელიც აკმაყოფილებს მაღალი ხარისხის და უსაფრთხოების სტანდარტებს.
კომპეტენტურად ჩატარებული გაზომვები არის უპრობლემო ოპერაციის გასაღები!