შპს „ტესტელი“ არის მრავალპროფილური მომსახურების საწარმო. კომპანია სპეციალიზებულია საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს Νº77 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების" შესაბამისად რეგისტრირებული შემდეგი კვალიფიციური საწარმოების მომსახურეობაზე:
ელექტროენერგიის ახალი მომხმარებლების, წარმოების ლიცენზიატების, განაწილების ლიცენზიატების, მსხვილი მომხმარებლების, პირდაპირი მომხმარებლების, იმპორტიორების, ექსპორტიორების, ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებელის, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურების, ელექტროსადგურის მფლობელი პირების (ელექტროსადგურის ექსპლუატაციაში მიღების მიზნით საცდელი გაშვებისა ან/და კომპლექსური გასინჯვის პერიოდში), უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლების, თავისუფალი მიმწოდებლების, საჯარო მომსახურების სახით ელექტროენერგიის მიმწოდებლების და ბოლო ალტერნატივის მიმწოდებლების.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს N77 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესები“-ს მე-3 მუხლის შესაბამისად, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულმა ოპერატორმა“ შპს „ტესტელი“ საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა, როგორც ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებელი, 2021 წლის 23 ივნისიდან.
შპს „ტესტელს“ გააჩნია თანამედროვე ელექტროტექნიკური ლაბორატორია, რომელიც აღჭურვილია მაღალი ხარისხის უახლესი აპარატურით. ლაბორატორია საჭიროა სხვადასხვა ელექტრული საზომი და ტესტირების სამუშაოებისთვის. ჩვენი ლაბორატორიის სპეციალისტები მიიღებენ სტანდარტით გათვალისწინებულ აუცილებელ ზომებს თქვენი ობიექტის ელექტრომომარაგების ხარისხისა და ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებლად, რაც არა მხოლოდ დაზოგავს წარმოების ხარჯებს, არამედ გააუმჯობესებს მისი უსაფრთხოების დონეს.
ჩვენი კრედო არის ხარისხიანი მომსახურების გაწევა, რომლის მიღწევაც ჩვენ შეგვიძლია დიელექტრიკული ინსტრუმენტების თანამედროვე ბაზით, ასევე უსაფრთხოების ზომების დაცვით სამუშაოს შესრულებისას. კომპანია „ტესტელ“–ის სპეციალისტები იყენებენ საუკეთესო პერსონალურ დამცავ აღჭურვილობას და საიზოლაციო ელექტრო დამცავ აღჭურვილობას, რომელიც აკმაყოფილებს მაღალი ხარისხის და უსაფრთხოების სტანდარტებს.
ჩვენი თანამშრომლები არიან გამოცდილი სპეციალისტები, რომლებსაც აქვთ შესაბამისი განათლება და ასრულებენ სამუშაოს უმაღლეს დონეზე, მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობის გამოყენებით და ხელმძღვანელობენ საკანონმდებლო დონეზე დადგენილი ნორმებითა და წესებით.